The selling of viagra online has been intended to make the lives of people simpler. Not everyone seems to be free to speak about their needs and therefore they order cialis online . Shops like casino assist them to keep up their privacy and purchase these merchandise casino online with out hesitation.
Georgian VersionGeorgian VersionEnglish Version

დიაბეტური ბანაკი


დიაბეტიანი ბავშვების სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ კატეგორიის ბავშვების დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებას, რაც მათი ცხოვრების წესის გამო საკმაოდ გართულებულია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ ბავშვებში, ვისაც დიაბეტი გამოუვლინდა ადრეულ ასაკში (1-დან 10 წლამდე). ეს ბავშვები პრაქტიკულად მიჯაჭვულები არიან მშობლის მეურვეობას და მათ გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყოველწლიურად ტარდება ე. წ. “დიაბეტური ბანაკი”, სადაც სპეციალურად მომზადებული პერსონალის (ექიმები, მედდები, მოზრდილი დიაბეტიანები) დახმარებით ხდება ბავშვების (12-18 წლამდე) სწავლება და ადაპტაცია დამოუკიდებელი თანაარსებობის პირობებში. ბანაკის ხანგრძლივობაა 10 დღე. ამ ხნის განმავლობაში ბავშვები თვითონ ეჩვევიან ინსულინის ინექციების გაკეთებას, სწავლობენ დოზირების კორექციას, იღებენ სხვადასხვა სახის ფიზიკურ დატვირთვებს, ხდება თანატოლებთან ფსიქოლოგიური შეგუება, რასაც დიაბეტიანი ბავშვებისათვის (ბევრს ამ დაავადების გამო არასრულფასოვნების კომპლექსი თან სდევს) უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
პირველი “დიაბეტური ბანაკი” ქართველი და ამერიკელი ბავშვებისათვის ჩატარდა 1995 წელს აშშ-ში (ჰიკორი-ჰილი, მისურის შტატი), ასოციაციის, საერთაშორისო ორგანიზაცია “ექტ-ჯორჯიასა” და მისი პირველი დირექტორის პროფ. რ. ჯეიმსის ხელშეწყობით.
1996 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად ტარდება ასეთივე ბანაკები ქართველი და უცხოელი ბავშვებისათვის საქართველოში.

 
 
 
 

 

 

 

 
 
        Copyright © 2009