The selling of viagra online has been intended to make the lives of people simpler. Not everyone seems to be free to speak about their needs and therefore they order cialis online . Shops like casino assist them to keep up their privacy and purchase these merchandise casino online with out hesitation.
Georgian VersionGeorgian VersionEnglish Version

დიაბეტური სკოლა


1997 წლიდან დიაბეტიან ბავშვთა და მათი მშობლების სწავლება მიმდინარეობს თსსუ პედიატრიული კლინიკის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში განთავსებულ “დიაბეტურ სკოლაში”. სწავლება ტარდება სპეციალური პროგრამით ხუთი დღის განმავლობაში. სასწავლო პროგრამა მოიცავს თემებს, რომლებიც ეხება: შაქრიანი დიაბეტის ეტიო-პათოგენეზს, დიეტოთერაპიას, ინსულინოთერაპიას, ექსტრემალურ მდგომარეობებს და ფიზიკური დატვირთვის როლს შაქრიანი დიაბეტის დროს.
სკოლა აღჭურვილია აუცილებელი თვალსაჩინო საშუალებებით, სათანადო ლიტერატურით, გლუკომეტრებით და ტესტ-ჩხირებით, გლიკემიის, გლუკოზურიისა და აცეტონის ვიზუალური კონტროლის საშუალებებით. ბავშვებისა და მშობლების სწავლება მიმდინარეობს, როგორც მათი სტაციონარში ყოფნის დროს, ისე მის გარეშეც. თითოეულ მსმენელს ხელზე ურიგდება “დიაბეტური სკოლის” პროგრამით გათვალისწინებული მასალა, ქართულ და რუსულ ენებზე, რომელიც მოიცავს ინსულინების მოქმედების სქემას, დიეტოთერაპიის პრინციპებს შაქრიანი დიაბეტის დროს (პურის ერთეულზე მოთხოვნილება ასაკის მიხედვით) და პროდუქტთა ექვივალენტური შენაცვლების სქემას. სკოლის მსმენელებს აგრეთვე მიეცემათ საკვები პროდუქტების სანიმუშო სადღეღამისო ნაკრების ჩამონათვალი ასაკის მიხედვით (1300-დან 2500 კკალ-მდე). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ დიაბეტური სკოლის გავლისას მშობელს მიეცემა პრეპარატი “გლუკაგენი”, რასაც დიაბეტიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მძიმე ჰიპოგლიკემიური კომის დროს. ამ პრეპარატმა საშუალება მოგვცა იმ ათეულობით ბავშვთა სიცოცხლის შენარჩუნებისა, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რგიონებში და ამ მიზეზით მათთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გართულებულია.
სწავლის დამთავრების შემდეგ მსმენელები ტესტირების შემდეგ იღებენ სპეციალურ მოწმობას.
1997 - 2009 წწ. “დიაბეტური სკოლა” გაიარა 1800-მდე მსმენელმა. მათ შორის იყვნენ მშობლები, ბავშვები, ოჯახის წევრები და ექიმები. ასეთივე სკოლები ფუნქციონირებენ ქუთაისსა და ბათუმში.
   

 

 

 

 

 
 
        Copyright © 2009