The selling of viagra online has been intended to make the lives of people simpler. Not everyone seems to be free to speak about their needs and therefore they order cialis online . Shops like casino assist them to keep up their privacy and purchase these merchandise casino online with out hesitation.
Georgian VersionGeorgian VersionEnglish Version

დიაბეტის სასწავლო ცენტრი


დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ბაზაზე, კომპანია “ნოვო-ნორდისკის” ხელშეწყობით 2001 წელს დაარსდა ”დიაბეტის სასწავლო ცენტრი”.
ცენტრის სასწავლო პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის ექიმებისთვის, ექთნებისთვის, დიაბეტიანი პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.
პროგრამა ეფუძნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდურ რეკომენდაციებს, დანიის "სტენოს” ექიმთა გადამზადებისა და განათლების საერთაშორისო ცენტრისა და კომპანია “ნოვო-ნორდისკის” აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის დიაბეტის სასწავლო ცენტრის სასწავლო პროგრამებს, EASD და IDF–ის რეკომენდაციებს. ასევე გამოყენებულია საკუთარ მასალები, რომელიც ემყარება დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის მიერ შექმნილ დიაბეტის ნაციონალურ რეგისტრს, რომლის ფუნქციონირების პრაქტიკაში გამოცდით დადასტურდა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელი ხდება მულტიპარამეტრული ეპიდემიოლოგიური ანალიზის ჩატარება, რაც აუცილებელია დიაბეტთან დაკავშირებული სამედიცინო, პროფესიული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ოპტიმალური განაწილებისა და ქვეყნის მასშტაბით, დიაბეტოლოგიური სამსახურის განვითარების პერსპექტიული გეგმების შემუშავებისათვის.
პროგრამის მიზანია გააცნოს მსმენელს დიაბეტოლოგიის თანამედროვე აქტუალური პრობლემები.
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ სალექციო მასალას:
შაქრიანი დიაბეტის ისტორია, კლასიფიკაცია, ეტიო-პათოგენეზი, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები, მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ინსულინოთერაპიის ტრადიციული და თანამედროვე სქემების სწავლება.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მონო- და კომბინირებული ინსულინოთერაპიის თანამედროვე ასპექტების სწავლება.
ინსულინის ანალოგებისა და ინსულინოთერაპიის მომავალი პერსპექტივების გაცნობა. დიაბეტური გართულებების არსი და მათი პრევენცია.
საქართველოში დიაბეტოლოგიური დახმარების ორგანიზაციის და განვითარების პერსპექტივების გაცნობა. დიაბეტის მედიკო-სოციალური ასპექტები, კანონმდებლობა.

პროგრამის ხანგრძლივობაა 5 დღე. სადემონსტაციოდ გამოყენებულია სხვადასხვა ფირმის ინსულინის პრეპარატების ფართო სპექტრი, ინსულინის შეყვანის სისტემები (სხვადასხვა თაობის ინსულინის კალმისტრები), სისხლში გლუკოზის განსაზღვრის საანალიზო საშუალებები, შარდში გლუკოზის, კეტო-სხეულების, მიკროალბუმინურიის განსაზღვრის საშუალებები, სხვადასხვა ფირმის ანტიდიაბეტური პერორალური მედიკამენტები და სხვა დიაბეტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის მსოფლიოში აპრობირებული თანამედროვე ტექნიკური საშუალებები.
”დიაბეტის სასწავლო ცენტრის” ფუნქციონირების საწყის ეტაპზე ლექციების კურს კითხულობდნენ საზღვარგარეთიდან მოწვეული და საქართველოს წამყვანი ენდოკრინოლოგები.
დაარსების დღიდან სასწავლო კურსი გაიარა სხვადასხვა პროფილის ასეულობით ექიმმა, ექთანმა და დიაბეტიანმა პაციენტმა.

 

 

 

 

 
 
        Copyright © 2009