ინსულინის, ინსულინის ანალოგებისა და გლუკაგონის შენახვა და გაცემა.
პროგრამით განსაზღვრულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ შეძენილი დანიური კომპანია “ნოვო ნორდისკის” წარმოების ინსულინების, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, შპრიც-კალმისტებისა და ნემსების შენახვა – დარიგება.
აღნიშნული ინსულინები და ინსულინის ანალოგები ინახება სპეციალურ სამაცივრო დანადგარში აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (5-8 C). ინსულინის, ინსულინის ანალოგებისა და გლუკაგონის გაცემა ხდება ასოციაციის ოფისიდან. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის მშობელს არ შეუძლია ოფისში მისვლა, ზემოთაღნიშნული მედიკამენტები პაციენტებს მიეწოდებათ ოფისის თანამშრომლების მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
0-18 წწ. ასაკის პაციენტები იღებენ ინსულინს და ინსულინის ანალოგებს პენფილებში. ასეთივე მომსახურების პაკეტით სარგებლობენ: ა) 18 წელს გადაცილებული ის დიაბეტიანი მოზარდები, რომლებსაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებლარული დამბლა და უშაქრო დიაბეტი; ბ) ასოციაციის მიერ განხორციელებული ინტეგრაციის პროგრამაში ჩართული პაციენტები.
ა) და ბ) პუნქტებში ჩამოთვლილი პაციენტების ასაკი არ არის შემოსაზღვრული და იგი ვრცელდება მხოლოდ ასოციაციაში რეგისტრირებულ პაციენტებზე.