საანალიზო-ტექნიკური საშუალებების შენახვა, გაცემა და გლუკოზის თვითკონტროლი.
გლუკოზის თვითკონტროლი სისხლში ხორციელდება ფირმა “როშეს” ულტრათანამედროვე “ACCU-CHEK GO”-ს მოდელის გლუკომეტრებით. ასოციაციის წევრები აღჭურვილი არიან აგრეთვე შესაბამისი ტესტ-ჩხირებით, შარდში გლუკოზისა და კეტონური სხეულების საანალიზო ჩხირებით, და “როშეს” ფირმის სისხლის ასაღები ლანცეტებით. ამავე მომსახურებით სარგებლობენ: ა) 18 წელს გადაცილებული ის დიაბეტიანი მოზარდები, რომლებსაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებლარული დამბლა და უშაქრო დიაბეტი; ბ) ასოციაციის მიერ განხორციელებული ინტეგრაციის პროგრამაში ჩართული პაციენტები.
ა) და ბ) პუნქტებში ჩამოთვლილი პაციენტების ასაკი არ არის შემოსაზღვრული და იგი ვრცელდება მხოლოდ ასოციაციაში რეგისტრირებულ პაციენტებზე.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტებს არ შეუძლიათ ოფისში მისვლა, ზემოთაღნიშნული მედიკამენტები მათ მიეწოდებათ ოფისის თანამშრომლების მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით