თვალის გართულებათა მონიტორინგი.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თვალის გართულებათა პროფილაქტიკას. ამ მიზნით მიღწეულია შეთანხმება სს “ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნულ ცენტრთან”, რომელიც ითვალისწინებს 0-18 წწ. ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა ამბულატორიულ გამოკვლევებს კერძოდ, მხედველობის სიმახვილე, რეფრაქტომეტრია, ექობიომეტრია და თვალის ფსკერის ფოტოგრაფირება. რეტინოპატიის შემთხვევაში ხდება არგონლაზერით თვალის ფსკერის კოაგულაცია, ხოლო დიაბეტური კატარაქტის შემთხვევებში კეთდება შესაბამისი ოპერაციები. ყველა ზემოთჩამოთვლილი მომსახურება შეთანხმების თანახმად ტარდება პაციენტებისათვის უფასოდ.

 
back copy 

 

 
back copy 

 

 

 

ვიზიტორები

ჩვენ გვყავს ერთი სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

 
Copyright © 2018 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. All Right Reserved.