დიაბეტური განათლების მიღება.

დიაბეტით დაავადებულთათვის, მათი მშობლებისა ოჯახის წევრებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დიაბეტური განათლების მიღებას. ამ მიზნით ასოციაციის მიერ გახსნილია და ფუნქციონირებს დიაბეტური სკოლები თბილისში (თსსუ პედიატრიული კლინიკის ენდოკრინოლოგიური განყოფილებაში და ასოციაციის ოფისში). სკოლებში მეცადინეობების ციკლებს ატარებენ წამყვანი სპეციალისტები. აღნიშნულ სკოლებში მიღებული დიაბეტური განათლება საშუალებას იძლევა მოხდეს ავადმყოფების მიერ მოხმარებული ინსულინის რაოდენობის ოპტიმიზაცია და მათთვის განსაკუთრებული ცხოვრების წესის შემუშავება, აგრეთვე ბავშვებში მეტად გახშირებული ჰიპოგლიკემიური კომების დროს ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებულ დიაბეტურ სკოლას ემსახურება ასოციაციის ექიმი.

დიაბეტური სკოლების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის პროგრამით გათვალისწინებულია თანამედროვე სამეცნიერო, სასწავლო და პოპულარული ლიტერატურის შეძენა. ზოგიერთ შემთხვევებში მათი თარგმნა და გამოცემა, ასევე ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის სამახსოვროების, ბუკლეტებისა და ბროშურების დაბეჭდვა-დარიგება, სარეაბილიტაციო და საინფორმაციო ბანერების, რადიო და სატელევიზიო სოციალური რეკლამების მომზადება და განთავსება.

იმის გათვალისწინებით, რომ დიაბეტიან ბავშვთა მკურნალობის და მათი სოციალური რეაბილიტაციისათვის აუცილებელია შენარჩუნებული იქნას მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები, საჭიროა პროგრამის შემსრულებელი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და მათი მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში.

 
back copy 

 

 
back copy 

 

 

 

ვიზიტორები

ჩვენ გვყავს 3 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

 
Copyright © 2018 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. All Right Reserved.