დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის პროგრამა.

“დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი” განკუთვნილია დიაბეტიანი ბავშვებისა და მოზარდების სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის. ცენტრში განთავსებულია თანამედროვე ფიტნეს ცენტრები, სპორტდარბაზი, სპორტ-კაფე და საკონფერენციო დარბაზები. ამჟამად სარეაბილიტაციო ცენტრში სპეციალურ მომზადებას გადიან  12-18 წლის გოგონები და ვაჟები. სარეაბილიტაციო პროგრამა ითვალისწინებს დიაბეტიანი ბავშვების ადაპტაციას ფიზიკური დატვირთვების დროს (გლიკემიის კონტროლი ფიზიკურ დატვირთვამდე, დატვირთვის დროს და დატვირთვის შემდეგ). ხდება თითოეული მათგანისთვის დატვირთვის ინდივიდუალური სქემების დამუშავება.

ასოციაციის ბაზაზე შექმნილია სპორტული კლუბი “რუბიკონი”, სადაც დიაბეტიან ბავშვებთან და მოზარდებთან ერთად ვარჯიშობენ ჯანმრთელი ბავშვებიც, რაც მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. ამ უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაბეტიანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის და ამ კუთხით სარეაბილიტაციო ცენტრი არის უნიკალური და უპრეცენდენტო მთელს მსოფლიოში.

ბავშვების სპორტულ-გამაჯანსაღებელი ჯგუფებთან მუშაობენ მხოლოდ სპეციალურად მომზადებული ექიმი-ინსტრუქტორები, რაც აუცილებელია ფიზიკური დატვირთვების დროს ჰიპოგლიკემიური კომების თავიდან ასაცილებლად.

 
back copy 

 

 
back copy 

 

 

 

ვიზიტორები

ჩვენ გვყავს 2 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

 
Copyright © 2018 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. All Right Reserved.