კლუბი “რუბიკონი”

2006 წელს 15 დეკემბერს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ამირხანაშვილი ინიციატივით დაარსდა სპორტული კლუბი ,,რუბიკონი" და იმავე დღეს მოხდა ამავე სახელწოდების საფეხბურთო გუნდ “რუბიკონის” პრეზენტაცია.
გუნდში გაერთიანებულნი არიან, როგორც დიაბეტიანი მოზარდები, ასევე არადიაბეტიანი მოთამაშეებიც.
ზემოთ აღნიშნული სპორტული კლუბის დაარსების იდეა ეფუძნება დიაბეტიანი და ჯანმრთელი ბავშვების ინტეგრაციას, რაც სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გახლავთ.
საფეხბურთო გუნდმა “რუბიკონმა” 2006 წელსვე მიაღწია პირველ წარმატებას მინიფეხბურთში. “ბენდელას” თასის ტრადიციულ გათამაშებაში დაამარცხა რა, უძლიერესი მეტოქეები, დაიკავა საპატიო მე-2 ადგილი და უკან ჩამოიტოვა ცნობილი საფეხბურთო კლუბების გუნდები.
მომდევნო წლებშიც “რუბიკონმა” არაერთ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა შეჯიბრებებში. 
გუნდის კაპიტანია გიორგი ამირხანაშვილი - ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

,,ბენდელას" თასის გათამაშება მინიფეხბურთში 2006 წელი, სპორტის სასახლე

 

 

,,ბენდელას" თასის გათამაშება მინი ფეხბურთში 2008 წელი, სპორტდარბაზი ,,ქარიშხალა"

 

 

 

 
back copy 

 

 
back copy 

 

 

 

ვიზიტორები

ჩვენ გვყავს 11 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

 
Copyright © 2018 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. All Right Reserved.