M3 Copy

დიაბეტის მსოფლიო დღე

 

დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველი წლის 14 ნოემბერს, დიაბეტის მსოფლიო დღე დაარსდა 1991 წელს, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. 
დიაბეტის მსოფლიო დღე გაეროს მიერ (რეზოლუცია 61/25) აღიარებულ იქნა ოფიციალურ საერთაშორისო დღედ.
მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ. 
დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება 14 ნოემბერს - ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეს, მან ჩარლზ ბესტთან ერთად პირველად გამოყო ინსულინი 1922 წელს. 
დიაბეტის დღე აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ყოველ წელს, დიაბეტის მსოფლიო დღე ეძღვნება დიაბეტთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პრობლემას. 2009-2013 წლები გამოცხადებულია დიაბეტური განათლების და პრევენციის წლებად, 2016 წელი კი მიძღვნა თვალი გართულებათა პრევენციას.

მსოფლიო დიაბეტის დღის ლოგო - ცისფერი წრე, არის დიაბეტის გლობალური სიმბოლო. ემბლემა გაეროს რეზოლუციით მიღებულ იქნა 2007 წელს. ცისფერი რგოლი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლო. ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია.
საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება დიაბეტის მსოფლიო დღე.

 

 
 
 
 
 
 
       
       
   
       
 
 
 
back copy 

 

 
back copy 

 

 

 

ვიზიტორები

ჩვენ გვყავს 3 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

 
Copyright © 2018 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. All Right Reserved.