idflogo

 

 

   

      ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები.

 

ასოციაცია 1993 წლიდან აქტიურად არის ჩაბმული დიაბეტის საერთაშორისო

ფედერაციისა (IDF) და ევროპის დიაბეტის ასოციაციის (EASD) მიერ ორგანი-

ზებულ ღონისძიებებში. ჩვენი ექიმებისა და მკვლევარების გასვლას

საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უკანასკნელი ოცი წლის

მანძილზე ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ და მსოფლიოს გავაცანით საქართველოს

მიღწევები დიაბეტიანი ბავშვების მკურალობისა და მისი ორგანიზაციის კუთხით.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ , ჩვენმა სამეცნიერო მოხსენებებმა სპეციალისტების

დიდი ყურადღება დაიმსახურეს და ეს შეფასებები რიგ შემთხვევებში აისახა

კონგრესებისა და კონფერენციების სარეზოლუციო ნაწილში. ასოციაცია

შემდგომშიც აქტიურად გააგრძელებს თავისი თანამშრომლების კვალიფიკაციის

ამაღლებაზე ზრუნვას, რაც პირდაპირ უკავშირდება დიაბეტიანი

პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური დახმარების გაწევას.

გარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და კონგრესებში

მონაწილეობისა , ასოციაციის დაარსების დღიდან ,ჩვენ აქტიურად

ვთანამშრომლობთ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დიაბეტის ასოციაციებსა და

ფედერაციებთან. ეს თანამშრომლობა მოიცავს ერთმანეთში როგორც

გამოცდილების გაზიარებას, ასევე სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების

ჩატარებას.

ჩვენი პირველი საერთაშორისო ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა

ამერიკელებთან ერთად. ეს გახლდათ დიაბეტური ბანაკი,რომელიც მოეწყო აშშ-

ში, მისურის შტატის ქ. კოლუმბიაში და მასში მონაწილეობა მიიღო ოცამდე

ქართველმა დიბეტიანმა ბავშვმა და მოზარდმა. ეს პროექტი შემდგომ წლებშიც

წარმატებით გაგრძელდა და დიაბეტიან ბავშთა დაცვის ასოციაცია და

ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექტ-ჯორჯია“ ყოველწლიურად

ატარება საზაფხულო დიაბეტურ ბანაკს ბავშვებისა და მოზარდებისთვის

ბაკურიანში, კემპინგ „მწვანე ველში“, ვიდრე არ მოხდა სახელმწიფოს მიერ მისი

გასხვისება , რასაც შედეგად მოყვა ამ უნიკალური სარეკრიაციო ოაზისის

მთლიანი განადგურება.

ერთ-ერთი პირველი უცხოურ დიაბეტურ ორგანიზაცია ვისთანაც ჩვენ

დავამყარეთ კავშირი, იყო 1993 წელს საფრანგეთის ქ. ნანტის დიაბეტის

რეგიონული ასოციაცია . მოგვიანებით ჩვენ ოფიციალურად მიგვიწვია

საფრანგეთის დიაბეტის ასოციაციამ პარიზში, სადაც გაფორმდა მრავალწლიანი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენ ორგანიზაციებს შორის.

1998 წელს ასოციაციის მოწვევით საქართველში ჩამოვიდა დიაბეტის

საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ქ-ნი მარია დე ალვა.მან მოინახულა

ჩვენი მშენებარე ცენტრი , გაეცნო ჩვენ მუშაობას და უმაღლესი შეფასება მისცა

მას. IDF -ის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ზ.ჟვანიას და სხვა სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აგრეთვე

დიაბეტური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ასეთივე მეგობრული თანამშრომლობა გვაკავშირებს ესპანეთის, იტალიის,

ეგვიპტის, დანიის, აშშ, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის ,საბერძნეთის, შვეციის,

გერმანიის,ინდოეთის, ჩეხეთის, პოლონეთის , უნგრეთის, ჰოლანდიის,

ბულგარეთის, ისრაელის, არაბთა გაერთიანებულ საემიროების, ლატვიის,

ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის,

ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და სხვა ქვეყნების დიაბეტის

ასოციაციებთან.

ამ ქვეყნებიდან ჩვენ ცენტრში ხშირად ჩამოდიოდნენ დელეგაციები და

საპატიო სტუმრებ , როგორც გაცნობითი ხასიათის ვიზიტებით, ასევე ჩვენს მიერ

ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში ( სასწავლო -სამეცნიერო სემინარები,

სიმპოზიუმები, კონფერენციები და სხვ.) მონაწილეობის მისაღებად.

სწორედ ამ და სხვა ქვეყნების მხარდაჭერით , საქართველოს დიაბეტიან

ბავშვთა დაცვის ასოციაცია , გახდა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის (IDF)

წევრი. წევრობას კი წინ უძღოდა 2015 წლის სექტემბერში ჩვენი

ასოციაციისათვის ფედერაციის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,

რასაც მოჰყვა შემდგომში 2015 წლის 30 ნოემბერს, ქ. ვანკუვერში (კანადა)

გამართულ გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ფედერაციის 233 -ე

სრულუფლებიან წევრად ჩვენი მიღება - საარჩევნო ხმის უფლებით .

გარდა ზემოთხსენებული ქვეყნების დელეგაციების თანადგომისა , ცალკე

აღნიშვნის ღირსია დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის(IDF) პრეზიდენტის ,

პროფესორ შაუკატ სადიკოტის და ამავე ორგანიზაციის ევროპის რეგიონის (IDF

EUROPA) თავმჯდომარის,პროფესორ სეხნაზ კარადენიზის გვერდზე დგომა.

მათ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სპეციალურად მოინახულეს

დიაბეტიან ბავშთა ცენტრი, ყურადღებით გაეცვნენ ჩვენი მუშაობის წვრილმან

დეტალებსაც კი და წასვლისას აღგვითქვეს უპირობო მხარდაჭერა ჩვენ

გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის IDF -ის წევრად მიღებით,

მოხდა მსოფლიო დიაბეტური საზოგადოების მიერ ჩვენი ოცდახუთწლიანი

მუშაობის უმაღლესი შეფასება. მანამდე ფედერაციაში არ მომხდარა ერთი

ქვეყნიდან მეორე ორგანიზაციის გაწევრიანება და ამით შეიქმნა პირველი

პრეცენდენტი IDF-ის შემდგომი გაფართოებისა , რასაც უდიდესი მნიშვნელობა

აქვს დიაბეტთან ბრძოლის საქმეში .

ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ ჩვენ ვართ პირველი ბავშვთა დიაბეტური

ორგანიზაცია ვინც IDF-ში გაწევრიანდა მისი არსებობის თითქმის საუკუნოვანი

ისტორიის მანძილზე.

 

 13.1 1 Copy 13.1 Copy  13.8 Copy 
 13.9 Copy  13.12 2 Copy  13.23 Copy
 13.26 Copy  13  134
     
 
back copy 

 

 
back copy 

 

 

 

ვიზიტორები

ჩვენ გვყავს 13 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

 
Copyright © 2018 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. All Right Reserved.