kob1 Copy

კობა ამირხანაშვილი

პრეზიდენტი  

 ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი,        პროფესორი         

საქართველოს          

  1995-1999, 1999-2004 წწ.  მოწვევის პარლამენტის წევრი

დაიბადა 1954 წლის 5 აგვისტოს , ქ.თბილისში.
განათლება:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი 1976წ.
მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა (1980-1984წწ), დოქტორანტურა (1987-94წწ). 
სამეცნიერო ხარისხი და წოდება:
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი.
1985 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 
1995წ.დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ქრომატოგრაფიული კვლევების ოპტიმიზაცია” და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება:
სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი 1976-78წწ;
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე;
საქართველოში კომპიუტერული ქიმიის დამაარსებელი და 1978 წლიდან ამავე სახელწოდების ლაბორატორიის გამგე; 2006 წ. მეცნიერ-კონსულტანტი.
სამეცნიერო ინტერესების სფერო:
ფიზიკური ქიმია, კერძოდ, ქრომატოგრაფიული კვლევების ოპტიმიზაცია;
ექსპერიმენტის ავტომატიზაცია,მონაცემების კომპიუტერული დამუშავება,სორბციული პროცესების მათემატიკური მოდელირება;
კოორდინაციულ ნაერთთა ქიმია,მაგნიტური დასპექტრალური თვისებები,
რენტგენოსტრუქტურული ანალიზი.
სამეცნიერო ფორუმები:
მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციის,კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე;
პედაგოგიური საქმიანობა:
1985 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას.
სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფიზიკური ქიმიისა და სპეცკურსებს
მაგისტრანტებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში;
1998 წლიდან ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.
1996-2006წწ მონაწილეობდა სახელმწიფო საგრანტო თემების შესრულებაში.
სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, 
რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს წევრი;
საზოგადოებრივი-პოლიტიკური საქმიანობა :
საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-99, 1999-2004წწ;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; 
სამხედრო განათლების და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი;
1995-1999წწ. ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის მოადგილე, 
1999-2003 წწ. საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილე;
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის და ევრაზიის ქვეყნების საპარლამენტო კონგრესის წევრი;

საქართველოს პარლამენტართა პალატის თავმჯდომარე;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
საქართველოში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის “დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის” დამაარსებელი და მისი პრეზიდენტი;
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპის ასოციაციის წევრი;
საქართველოს დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობაში, მათი ინსულინით უზრუნველყოფაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის 2001 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ფლობს ქართულ,რუსულ და გერმანულ ენებს.
100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი;
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და შვილები - გიორგი, ნიკოლოზი.

 
back copy 

 

 
back copy 

 

 

 

ვიზიტორები

ჩვენ გვყავს 12 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

 
Copyright © 2018 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. All Right Reserved.