ცენტრის გახსნა

პირველი დიაბეტიან ბავშვთა ცენტრიგაიხსნა 1998 . 24   ოქტომბერს   ქ.თბილისში,  თბილისობის დღესასწაულზე . ცენტრი განთავსდა პ. ქავთარაძის . #27-ში , დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ბაზაზე.  გახსნის  საზეიმო ცერემონიალში  მონაწილეობდნენ  საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე  და მასთან ერთად  მოწვეული სხვა მაღალი  რანგის  სახელმწიფო - პოლიტიკური  თანამდებობის პირები  (პარლამენტის წევრები,  მინისტრები ), ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობისა და  მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები   და   საპატიო სტუმრები, რომელთა    შორის  უპირველესი   გახლდათ  ჩვენს  მიერ  ოფიციალური   მოწვევით  ჩამობრძანებული,  ჩვენი ასოციაციის  ერთგული  მეგობარი და  გულშემატკივარი, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის  ( IDF ) პრეზიდენტი    ქალბატონი  მარია დე ალვა . ახლად გახსნილ  ცენტრს  საქართველოს   და  დიაბეტის საერთაშორისო   ფედერაციის პრეზიდენტებმა უმაღლესი  შეფასება  მისცეს  და  აღნიშნეს  რომ  ცენტრი  იყო საერთაშორისო დონის  და იგი  აკმაყოფილებდა  უმაღლესი  ხარისხის   ყველა სტანდარტს.

დიაბეტიან ბავშვთა ახალი  სარეაბილიტაციო ცენტრიგაიხსნა 200814 ნოემბერს.    შენობის “A“ ფლიგელში განთავსდა ლაბორატორია, (გლიკოჰემოგლობინის განსასაზღვრად); ინსულინის შესანახი სამაცივრო დანადგარი; სხვადასხვა მედიკამენტებისა და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების საწყობი (პირველ სართულზე) დიაბეტიანი პაციენტებისა და მათი მშობლების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ოფისები და სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრაცია (მე-2, 3 სართულები). მე-4 სართულზე მდებარეობს მცირე სააქტო დარბაზი რომელიც გათვალისწინებულია 60 ადამიანზე. შენობის ცენტრალური ნაწილი და “B“ ფლიგელი ძირითადად გამოყენებულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის. კერძოდ: შენობის ნულოვან სართულზე განთავსებულია უახლესი ინვენტარით აღჭურვილი ფიტნეს ცენტრები (თავისი გასახდელებით); შენობის პირველ სართულზე მდებარეობს მთავარი სპორტდარბაზი, გასახდელები, ექიმის კაბინეტი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური სანკვანძები; მეორე სართული დათმობილი აქვს სპორტკაფეს; მესამე სართულზე განთავსებულია სარეაბილიტაციო ცენტრის ადმინისტრაცია და სათათბირო ოთახები; მეოთხე სართულზე მდებარეობს დიდი სააქტო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული, აუდიო და ციფრული ტექნიკით, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა სახის შეკრებები (სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები, პრეზენტაციები). დარბაზი იტევს 220 კაცს. შენობას აქვს კეთილმოწყობილი ეზო, სადაც განთავსებულია ტექნიკური ბლოკები (გათბობა, ელ-მომარაგება, დიზელგენერატორი) და საერთაშორისო სტანდარტების პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეასავლელად. ამ უკანასკნელთათვის შენობის “B” ფლიგელში დამონტაჟებულია სპეციალური ლიფტი, რომელიც მისცემთ მათ საშუალებას შეუფერხებლად მოხვდნენ სასურველ სართულზე. გახსნის დღიდან სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით ხორციელდება დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა.

 

 
 
 
 
back copy 

 

 
back copy 

 

 

 

ვიზიტორები

ჩვენ გვყავს 17 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

 
Copyright © 2018 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. All Right Reserved.