დიაბეტის სასწავლო ცენტრი

დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ბაზაზე, კომპანიანოვო-ნორდისკისხელშეწყობით 2001 წელს დაარსდადიაბეტის სასწავლო ცენტრი”,რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი, სამედიცინო პროგრამების დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ნუნუ ბიკაშვილი. ცენტრის სასწავლო პროგრამები განკუთვნილი სხვადასხვა პროფილის ექიმებისთვის, ექთნებისთვის, დიაბეტიანი პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. პროგრამა ეფუძნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდურ რეკომენდაციებს, დანიის "სტენოსექიმთა გადამზადებისა და განათლების საერთაშორისო ცენტრისა და კომპანიანოვო-ნორდისკისაღმოსავლეთ ევროპის რეგიონის დიაბეტის სასწავლო ცენტრის სასწავლო პროგრამებს, EASD და IDF–ის რეკომენდაციებს. სწავლებისას ასევე გამოყენებულისაკუთარ მასალები, რომელიც ემყარებ დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის მიერ შექმნილ დიაბეტის ნაციონალურ რეგისტრს, რომლის ფუნქციონირების პრაქტიკაში გამოცდით დადასტურდა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია მულტიპარამეტრული ეპიდემიოლოგიური ანალიზის ჩატარება, რაც აუცილებელია დიაბეტთან დაკავშირებული სამედიცინო, პროფესიული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ოპტიმალური განაწილებისა და ქვეყნის მასშტაბით, დიაბეტოლოგიური სამსახურის განვითარების პერსპექტიული გეგმების შემუშავებისათვის. პროგრამის მიზანია გააცნოს მსმენელს დიაბეტოლოგიის თანამედროვე აქტუალური პრობლემები. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ სალექციო მასალას:

შაქრიანი დიაბეტის ისტორია, კლასიფიკაცია, ეტიო-პათოგენეზი, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები, მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ინსულინოთერაპიის ტრადიციული და თანამედროვე სქემების სწავლება.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მონო- და კომბინირებული ინსულინოთერაპიის თანამედროვე ასპექტების სწავლება.

ინსულინის ანალოგებისა და ინსულინოთერაპიის მომავალი პერსპექტივების გაცნობა. დიაბეტური გართულებების არსი და მათი პრევენცია.

საქართველოში დიაბეტოლოგიური დახმარების ორგანიზაციის და განვითარების პერსპექტივების გაცნობა.

დიაბეტის მედიკო-სოციალური ასპექტები, კანონმდებლობა. პროგრამის ხანგრძლივობაა 5 დღე. სადემონსტაციოდ გამოყენებულია სხვადასხვა ფირმის ინსულინის პრეპარატების ფართო სპექტრი, ინსულინის შეყვანის სისტემები (სხვადასხვა თაობის ინსულინის კალმისტრები), სისხლში გლუკოზის განსაზღვრის საანალიზო საშუალებები, შარდში გლუკოზის, კეტო-სხეულების, მიკროალბუმინურიის განსაზღვრის საშუალებები, სხვადასხვა ფირმის ანტიდიაბეტური პერორალური მედიკამენტები და სხვა დიაბეტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის მსოფლიოში აპრობირებული თანამედროვე ტექნიკური საშუალებები. დიაბეტის სასწავლო ცენტრისფუნქციონირების საწყის ეტაპზე ლექციების კურს კითხულობდნენ საქართველოს წამყვანი ექიმი-ენდოკრინოლოგები : პროფესორები დავით მეტრეველი, დავით ვირსალაძე, რამაზ ყურაშვილი, ზურაბ სეხნიაშვილი და საზღვარგარეთიდან მოწვეული ცნობილი სპეციალისტები.ჩვენ ცენტრში მისი დაარსების დღიდან სასწავლო კურსი გაიარა სხვადასხვა პროფილის ასეულობით ექიმმა, ექთანმა და დიაბეტიანმა პაციენტმა.

ცალკე ღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ  ასოციაციის თანადგომით მომზადებული და  დაცული იქნა რამდენიმე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ასოციაციის სამედიცინო პერსონალის  კვალიფიკაციის   ამაღლება ჩვენი ერთერთი პრიორიტეტია.

 
back copy 

 

 
back copy 

 

 

 

ვიზიტორები

ჩვენ გვყავს 14 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

 
Copyright © 2018 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. All Right Reserved.