3.1.0 Copy 

დიაბეტის სკოლა

   დიაბეტიან ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის თსსუ -ის გ.ჟვანიას სახ. პედიატრიული კლინიკის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში, 1997 წელს ასოციაციამ გახსნა საქართველოში პირველიდიაბეტურ სკოლა”.სწავლება ტარდებოდა სპეციალური პროგრამით ხუთი დღის განმავლობაში. სასწავლო პროგრამა მოიცავდა თემებს, რომლებიც ეხებოდა: შაქრიანი დიაბეტის ეტიო-პათოგენეზს, დიეტოთერაპიას, ინსულინოთერაპიას, ექსტრემალურ მდგომარეობებს და ფიზიკური დატვირთვის როლს შაქრიანი დიაბეტის დროს. სკოლა აღჭურვილი იყო აუცილებელი თვალსაჩინო საშუალებებით, სათანადო ლიტერატურით, გლუკომეტრებით და ტესტ-ჩხირებით, გლიკემიის, გლუკოზურიისა და აცეტონის ვიზუალური კონტროლის საშუალებებით.

ბავშვებისა და მშობლების სწავლება მიმდინარეობდა, როგორც მათი სტაციონარში ყოფნის დროს, ისე მის გარეშეც. თითოეულ მსმენელს გადაეცემოდადიაბეტური სკოლისპროგრამით გათვალისწინებული მასალა, ქართულ და რუსულ ენებზე, რომელიც მოიცავდა ინსულინების მოქმედების სქემას, დიეტოთერაპიის პრინციპებს შაქრიანი დიაბეტის დროს (პურის ერთეულზე მოთხოვნილება ასაკის მიხედვით) და პროდუქტთა ექვივალენტური შენაცვლების სქემას. სკოლის მსმენელებ აგრეთვე იღებდნენ საკვები პროდუქტების სანიმუშო სადღეღამისო ნაკრების ჩამონათვალ ასაკის მიხედვით (1300-დან 2500 კკალ-მდე).

   განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის გარემოება,, რომ მხოლოდ დიაბეტური სკოლის გავლის შემდეგ მიეცემა მშობელს(მეურვეს) პრეპარატიგლუკაგნი”, რასაც მძიმე ჰიპოგლიკემიური კომის დროს დიაბეტიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ პრეპარატის დახმარებით ჩვენ შევძელით ათეულობით ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით კი იმ პაციენტებისა, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში და რომელთა გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება განსაკუთრებით გართულებულია ზამთრის პერიოდში. სწავლის დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, მსმენელები იღებენ სპეციალურ მოწმობას, რაც ადასტურებს მათ აუცილებელ მომზადებას  დიაბეტის მართვის კუთხით .

იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებულ  კლინიკებში   დიაბეტიან  ბავშვებს  წელიწადში ერთხელ შეუძლიათ უფასოდ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში გაიარონ ერთკვირიანი სტაციონალური მკურნალობა, ჩვენ მშობლებსა და პაციენტებს დამატებით ეძლევათ  შესაძლებლობა მოახდინონ თავისი  დიაბეტური განათლების  სრულყოფა , რადგან  დიაბეტის  სწავლა   უწყვეტი პროცესია და  ის მოითხოვს  მუდმივ  განახლებას. 

თსსუ -ის გ.ჟვანიას სახ. პედიატრიული კლინიკის  „რეორგანიზაციის“ შედეგად გაუქმდა საქართველოში ერთადერთი ბავშვთა ენდოკრინოლოგიური განყოფილება და მასთან ერთად ჩვენს მიერ დაარსებული დიაბეტის სკოლაც.

ასოციაციის დაჟინებული მოთხოვნით ენდოკრინოლოგიური მიმართულება გადავიდა ახლად გახსნილ ი.ციციშვილის სახ.ბავშვთა „ახალ  კლინიკაში“, სადაც ადმინისტრაციის ხელშეწყობით მუშაობა გააგრძელა  დიბეტის სკოლამ. აქვე უნდა დავძინოთ,რომ  2015 წელს  გ.ჟვანიას სახ.პედიატრიულ კლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო ენდოკრინოლოგიურმა განყოფილებამ  და ასოციაციის ხელშეწყობით მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ხელახლა გაიხსნა დიაბეტის სკოლაც.

ამ კლინიკაში ბავშთა ენდოკრინოლოგიური სტაციონარის  გახსნით აღსდგა ისტორიული სამართლიანობა და დაუბრუნდა  მას ის განყოფილება, სადაც თავისი არსებობის მრავალიათწლეულის მანძილზე  იმკურნალა და სიცოცხლე შეინარჩუნა ათასობით დიაბეტიანმა ბავშვმა და მოზარდმა.

1999 წელს ქ.ბათუმში, კლინიკა „პარა ცელსის“ შენობაში გაიხსნა დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ოფისი  დიაგნოსტიკური ლაბორატორიითა და დიაბეტის სკოლით.

ასეთივე  ოფისი თავისი ლაბორატორიითა  და დიაბეტის სკოლით ფუნქციონირებდა ქ. ქუთაისში, რომელიც გაიხსნა 1999 წელს.ზემოთაღნიშნულ ცენტრებში პაციენტებს   გამოკვლევებისა  და  დიაბეტური განათლების  გარდა  ადგილზე  ეძლეოდათ, როგორც ინსულინები, ასევე შპრიც-კალმისტრები, ნემსები, გლუკაგენი, გლუკომეტრები და სისხლისა და შარდის საანალიზო ტესტ-ჩხირები. მედიკამენტების გაცემის ასეთი სისტემა მეტად მოხერხებული იყო, როგორც მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ პაციენტებისთვის, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

სამწუხაროდ 2006 წელს ჯანდაცვის სამინისტროს  მაშინდელი ხელმძღვანელობის  უგუნური გადაწყვეტილებით ასოციაციას აეკრძალა რეგიონული ოფისებიდან მედიკამენტების გაცემა, რამაც საბოლოოდ მათი დახურვა გამოიწვია.

1997 - 2016 წწ. “დიაბეტური სკოლაგაიარა რამდენიმე ათასმა მსმენელმა,რომელთა შორის იყვნენ როგორც დიაბეტიანი ბავშვები  და მათი მშობლები , ასევე მათი ოჯახის წევრები , მეურვეები,სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების ექიმები და მედდები.

 3.1.24 Copy
 
back copy 

 

 
back copy 

 

 

 

ვიზიტორები

ჩვენ გვყავს 6 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

 
Copyright © 2018 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. All Right Reserved.