The selling of viagra online has been intended to make the lives of people simpler. Not everyone seems to be free to speak about their needs and therefore they order cialis online . Shops like casino assist them to keep up their privacy and purchase these merchandise casino online with out hesitation.
Georgian VersionGeorgian VersionEnglish Version

თეიმურაზ ვარდოსანიძე

დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი,
ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი

 

დაიბადა 1955 წ. 3 მარტს ბორჯომში, მოსამსახურის ოჯახში.

ქ. თბილისის 30-ე საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1976 წ. და-ამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო – ფიზიკური ფაკულტეტი.
1976 წ. განაწილებით დაიწყო მუშაობა მცირე სიმძლავრის ელექტრო ძრავების სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად.
1977 – 1987 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში ინჟინრად, მეცნიერ თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1981 – 1983 წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში. 1986 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1987 – 1993 წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სტრუქტურული კვლევების რესპუბლიკურ ცენტრში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.
აქვს 50 – მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის ერთი მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის.
არის კრისტალოგრაფისტთა საერთაშორისო კავშირის წევრი.

1993 - 1994 წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში, კერძო ფირმაში ფინანსების დირექტორად.
1995 წ. გაიარა კონკურსი და დაიწყო მუშაობა TACIS – ის მიერ სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯის ჩამოყალიბების პროექტში. 1996 წ. გერმანიაში გაიარა სტაჟირება “ფინანსების მენეჯმენტის” სპეციალობით. აღნიშნულ საგანს კითხულობდა საქართველოს სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) აღნიშნული პროექტის დახურვამდე (1997 წ.).
1996 წლიდან დღემდე არის საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
2001-2007 წლებში მუშაობდა საწარმოთა რესტრუქტურიზაციის ხელშეწყობის ცენტრში (CERMA) ფინანსების ინსტრუქტორ – ექსპერტად და ატარებდა საფინანსო და მენეჯერული აღრიცხვისა და ფინანსების მენეჯმენტის ტრენინგებსა და ლექციებს.
2006 წ. თებერვლიდან დღემდე არის საქართველოს უნივერსიტეტის (2007 წ. ოქტომბრამდე – საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი) ასოცირებული პროფესორი, კითხულობს საფინანსო და მენეჯერული აღრიცხვის და ფინანსების მენეჯმენტის კურსებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში.
2009 წლიდან კითხულობს მენეჯერული აღრიცხვის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
ქართული და რუსული ენების გარდა, ფლობს ინგლისურ და იტალიურ ენებს (1990 წ. გავლილი აქვს იტალიაში, ქ. პერუჯის უნივერსიტეტში ენის შემსწავლელი კურსი).

ჰავს მეუღლე და ერთი ვაჟი.

 

 

 
 
        Copyright © 2009